19 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საგარეჯოში სროლის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას კავკასიის მედიცინის ცენტრში თვალის სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

"გამთენიისას შემოყვანილი იქნა 18 წლის ახალგაზრდა თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით და უცხო სხეულის არსებობით. ჩატარდა პირველადი სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, მოხდა თვალის კაკლის მთლიანობის აღდგენა. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია," - აცხადებს ქირურგი-ოფთალმოლოგი რევაზ ომიაძე.

დღის ამბები