19 მაისი 2024,   01:10
ვრცლად
"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს" - ამერიკის საელჩო

აშშ-ის საელჩო საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. 

"აშშ-ის საელჩო გლოვობს საგარეჯოში მომხდარი სროლისას ტრაგიკულად დაღუპულ ადამიანებს. შეერთებული შტატების მთავრობისა და ხალხის სახელით ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს და ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის," - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები