18 მაისი 2024,   23:11
ვრცლად
საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - იკითხებიან თავდამსხმელის ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრები

საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ამ წუთებში თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრები იკითხებიან.

პოლიციის განყოფილებაში თავდამსხმელის მეუღლე და შვილი იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბიჭი სახლში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მისმა მამამ მეზობლების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. 

სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

დღის ამბები