19 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
ვუსამძიმრებ საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება და რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. 

"მინდა მივუსამძიმრო საგარეჯოში დაღუპულთა ოჯახებს. გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპული ოჯახის წევრებს. ასევე, მინდა დაშავებულებს ჯანმრთელობა ვუსურვო,"-აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე. 

დღის ამბები