19 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
"სამიდან 2 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, ერთის კი კვლავ კრიტიკული" - ექიმის კომენტარი საგარეჯოში მომხდარი ფაქტის დროს დაშავებულებზე

საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით, თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის ოჯახის წევრების გამოკითხვა დასრულდა. მომხდარს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა, რომელთა გამოკითხვის პროცესიც გრძელდება.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, ისინი ამ ეტაპზე კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" მკურნალობენ.

როგორც ექიმი ამბობს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა, რომელიც კლინიკაში საკმაოდ დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ შეიყვანეს. ერთი პაციენტი კი, რომელსაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, უკვე გაეწერა კლინიკიდან. 

"სამიდან 2 პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია და ისინი ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობენ, ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტი იყო, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ცეცხლნასროლი, გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოში,"- აცხადებს ექიმი. 

შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. 

სროლის შედეგად, თავდამსხმელის ჩათვლით, რომელმაც საბოლოოდ თავი მოიკლა, დაიღუპა 6 ადამიანი, დაჭრილია 5 პირი.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

 

დღის ამბები