18 მაისი 2024,   23:59
ვრცლად
საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები, რომლებიც უკრაინას გადაეცემა, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს - ლოიდ ოსტინი

საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები, რომლებიც უკრაინას გადაეცემა, უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს, – ამის შესახებ რამშტაინის ბაზაზე გამართული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა, მათ შორის დანიამ, შვედეთმა, ლატვიამ და ესტონეთმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების და კანადის გადაწყვეტილებას, მიაწოდონ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები.

"დღევანდელი ყველა განცხადება არის საკონტაქტო ჯგუფის მუშაობის პირდაპირი შედეგი. ეს მნიშვნელოვანი, ახალი მხარდაჭერა აჩვენებს ჩვენს მტკიცე მზადყოფნას, დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ეს ასევე ეხება ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას", – აღნიშნა ოსტინმა პრესკონფერენციამ.

როგორც ოსტინმა განაცხადა, რუსეთი მიერ კონფლიქტის გაღრმავებასთან ერთად საკონტაქტო ჯგუფის სიმტკიცე იზრდება.

დღის ამბები