19 მაისი 2024,   04:35
ვრცლად
13 იანვრის მონაცემებით, გასულ კვირებში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა - ბლუმბერგი

რუსეთის საზღვაო ნავთობის მიწოდება გასული წლის აპრილის შემდეგ, უმაღლეს დონემდე გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთმა ევროპული სანქციებით გამოწვეული სირთულეების გადალახვა შეძლო - ამის შესახებ "ბლუმბერგი"" წერს.

13 იანვრის მონაცემებით, გასულ კვირებში რუსული ნავთობის ექსპორტის მოცულობა 30%-ით გაიზარდა და დღე-ღამეში 3.8 მილიონი ბარელი შეადგინა. გამოცემა წერს, რომ მიწოდება აზიაში გაიზარდა, ხოლო ევროპაში თითქმის მთლიანად შეჩერდა.

ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში მიმავალ გემებზე ნედლი ნავთობის მოცულობა, ისევე როგორც გემების მოცულობა, რომლებსაც ჯერ არ აქვთ მითითებული საბოლოო დანიშნულება 13 იანვრიდან საშუალოდ თითქმის სამ მილიონ ბარელამდეა გაზრდილი. ეს კი წინა წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან დღეში 500 000 ბარელით მეტია.

დღის ამბები