19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
ხანძარი ბახტრიონის ქუჩაზე - ცეცხლი რვასართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა 

ხანძარი ბახტრიონის ქუჩაზე - ცეცხლი რვა-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მეხანძრეებმა დაკვამლიანებული ბინებიდან 8 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის არიან არასრულწლოვნები. ერთი პირი კი, უშუალოდ ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანეს და გადაარჩინეს. 

ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.  

 

 

დღის ამბები