19 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
ხანძარმა კასპში მამაკაცი იმსხვერპლა - მას, სავარაუდოდ, სიგარეტით ხელში ჩაეძინა

ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლის გაჩენისას შინ იმყოფებოდა.

რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი, უცნობია. ახლობლები ამბობენ რომ გარდაცვლილი ეწეოდა და შესაძლოა, სიგარეტით ხელში ჩაეძინა.

დღის ამბები