19 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ 4 პირს დღეს დაკრძალავენ

შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ ზაქრო მათიაშვილს, დათო ნასრაძეს და ნოდო რჩეულიშვილს დღეს დაკრძალავენ, ხუთშაბათს კი ზაზა ჩიხლაძეს. ახალგარდები ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ, ისინი ნოდარ ათუაშვილის ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

დაღუპულთა შორის არის პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილიც, რომელის სამონაქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდზე პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად მივიდა. საგარეჯოს პოლიციის უფროს ლეიტენანტს სოფელ ჩაილურში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, პოლიციელი ტრაგედიის ღამეს თავდამსხმელის ტყვიას გადაეფარა და ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

დღის ამბები