27 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
საზოგადოებრივი პლატფორმა, "დაიცავი მშვიდობა" პროკურატურისგან პასუხებს ელოდება- საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა

საზოგადოებრივი პლატფორმა, "დაიცავი მშვიდობა" პროკურატურისგან პასუხებს ელოდება. ინიციატორების განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით, პლატფორმამ ქვეყნის მთავარ პროკურორს ორი კვირის წინ მიმართა.

მათი თქმით, წინა ხელისუფლებამ, ქვეყანას მოუტანა ოკუპაცია, რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები. ლევან მამალაძესა და პლატფორმის სხვა წევრებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს, თუმცა მათი თქმით, პროკურატურისგან ჯერ არანაირი პასუხი არ მიუღიათ.

დღის ამბები