19 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
რუსთავში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა - 6 წლის ბიჭს ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა.

ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

დღის ამბები