19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
"ვიღაცები სანქციებით მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნებაო... ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ვიდარდებდი" - ნინო ნადირაძე

კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობი ადამიანები "სანქციებით ემუქრებიან" :

"ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ. შეაშინეთ ბებიათქვენი”- წერს ნინო ნადირაძე "ფეისბუქზე".

დღის ამბები