19 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერა ალპურ ზონაშია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ართანას ტყეში, დასახლებული პუნქტიდან, მოშორებით 16 კილომეტრში გაჩნდა.

სავარაუდოდ, ცეცხლი, ხმელ ფოთოლს და ბალახს წაეკიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის კერა ალპურ ზონაშია და რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ხანძრის ზონაში ნისლი და რთული ხილვადობაა, გარდა ამისა, რთული რელიეფის გამო, მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია. 

დღის ამბები