19 მაისი 2024,   07:53
ვრცლად
ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით.

აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან, ერთად გაეცნო. 

დღის ამბები