27 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
მინდა მოვუწოდო ქალბატონ გიულის, იქნებ დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი, რომ დაექვემდებაროს ექიმების რეკომენდაციას - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი

მიხეილ სააკაშვილი მედიკოსების რეკომენდაციებს არ ემორჩილება. ამის შესახებ განცხადება სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა. მისი თქმით, მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ არსებობს. მედიკოსი გიული ალასანიას მოუწოდებს, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი, რეკომენდაციებს დაექვემდებაროს და დანიშნულება მიიღოს. 

"კოვიდ ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს მასთან, გამოხატული იყო შედარებით მსუბუქი ფორმით, ლაბორატორიული მონაცემებითაც. შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს დარწმუნება ადამიანის, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, შესრულებული იყოს ექიმების რეკომენდაცია, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე," - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

დღის ამბები