19 მაისი 2024,   07:54
ვრცლად
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 42 წლის ქალის ოჯახი სამართლიან გამოძიებას ითხოვს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 42 წლის ქალის ოჯახი სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ისინი ყვებიან, რომ ქალი ბათუმში სამუშაოდ იყო წასული და როგორც მათ სამართალდამცავები უცხადებენ, თავი ჩამოიხრჩო. 

ახლობლების თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს და ცხედარი ახლობლებმა ნახეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი მოკლულია, რადგან მთელს სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

დღის ამბები