19 მაისი 2024,   10:13
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი.

აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას

დღის ამბები