19 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
ბათუმში 42 წლის ქალი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა - ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ბათუმში, გაურკვეველ ვითარებაში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.  

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ქალი ბათუმში სამუშაოდ იყო წასული. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს და ცხედარი ახლობლებმა ნახეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი მოკლულია, რადგან მთელს სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

დღის ამბები