18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
შრომის ინსპექციის სამსახურმა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გამართა

შრომის ინსპექციის სამსახურმა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გამართა. ცენტრის მიზანი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა. ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც გაიცემა ინფორმაცია შრომის უფლებებზე და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე.

კონსულტაციები გაიმართება როგორც დასაქმებულებთან, ასევე დამსაქმებლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

დღის ამბები