19 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
"მე მგონი ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, მათ აინტერესებთ ხმაური" - ზურაბ ჩხაიძე

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, პალატაში რჩება და მისი რეანიმაციაში გადაყვანა, ჯერჯერობით, არ იგეგმება.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები და რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური. 

"კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით უკვე PCR ტესტი არის უარყოფითი. გუშინვე გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები და უნდა ითქვას, რომ ანალიზების ლაბორატორიული მონაცემების კუთხით, არის გაუმჯობესება. ვესაუბრეთ ჩვენ საბადრაგო სამსახურს, პერსონალს, რომელიც იმყოფება იქვე. მათ მიერ გონების კარგვა ნანახი უშუალოდ არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის სტაბილური, რესპირატორული მაჩვენებლები არის სტაბილური. კოვიდ ინფექციაზე ტესტი არის უარყოფითი. მე მგონი, მის მომხრეებს უნდა უხაროდეთ, მის მხარდამჭერებს უნდა უხაროდეთ, მაგრამ მე მგონი ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის მომხრეებს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ, აინტერესებთ ხმაური," - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები