19 მაისი 2024,   00:53
ვრცლად
ქალაქის მერმა ისანში ახალმოწყობილი რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი დაათვალიერა

ქალაქის მერმა ისანში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში ახალმოწყობილი რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ზონები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6,300 კვ.მ-ზე ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მოეწყო "ზებრა" გადასასვლელები, შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები. 

დღის ამბები