03 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ სადგურზე კიდევ ერთი ახალი ხაზის მშენებლობა იგეგმება

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ პროექტის დასრულებასა და დედაქალაქის სხვა სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით  განცხადებები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. საუბარი შეეხება ამ სფეროს რეფორმას, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ დასრულებისთვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად  საჭირო პროექტის შესახებ ტენდერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს იმ კომპანიების მოძიება, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს. 

„ტენდერი დასრულებულია და კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს  მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის და აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომელიც დაასრულებს ამ პროექტს... გარდა ამისა, მოხდება ყველა მეტროსადგურის რეორგანიზაცია. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები დაგვჭირდება,“ - განაცხადა ნარმანიამ.  

მისი თქმით, ასევე იგეგმება ავტობუსების ავტოპარკის განახლება. თუმცა, „ეს წლების მანძილზე გაწერილი პროცესი იქნება, რადგან საჭირო თანხებია მოსაძიებელი“.

დედაქალაქის მერი პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილ ესტაკადის მშენებლობის პროექტსაც გამოეხმაურა.  ნარმანია ამბობს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, „რაოდენ წინააღმდეგნიც არ უნდა იყვენენ პოლიტიკური ოპონენტები“.  

ის პირობას დებს, რომ კულტურის ძეგლს საფრთხე არ შექმნება. მისი თქმით,  გამოცხადდება კონკურსი და პროექტი ისე შეირჩევა, რომელიც ამ კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლთან შესაბამისობაში იქნება.

თბილისის მთავრობა ტრადიციულად ყოველ პარასკევს მომსახურების სფეროს კომპანიებთან მართავს შეხვედრას. ისინი უკვე გაეცნენ  “თელასის”,  “ყაზ-ტრანს-გაზის”, “სითი-პარკისა” და სხვა კომპანიების საქმიანობას. მომავალ პარასკევს დედაქალალქის მთვრობის წევრები  “თბილსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებს მოუსმენენ.

 

დღის ამბები