03 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის სოციოლოგიური კვლევა ჩატარდება

თბილისის შემოვლითი გზის განვითარებისათვის დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებენ. დადგინდება საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობა. კვლევა ჩატარდება თბილისი-ნატახტრის გზაზე, ლოჭინის ხიდზე, ზემო ფონიჭალაში და თბილისი-რუსთავის გზაზე. გამოიკითხებიან ავტოტრანსპორტის მძღოლები.

როგორც  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ,  ვაჟა ფანჩულიძემ განაცხადა,  კვლევის ფარგლებში ინტერვიუერები გამოკითხავენ აღნიშნულ მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს. სოციოლოგიური კვლევა ნებაყოფლობითია და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის დახმარებით ჩატარდება. 

დღის ამბები