19 მაისი 2024,   10:33
ვრცლად
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღს ესტუმრა.

"ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის, ისევე როგორც სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები, ჩვენს მიერ დაგეგმილი ახალი ინიციატივები, პროგრამები, პროექტები, ჩართულობისკენ მოვუწოდეთ მათ და ამ პროცესში მხარდაჭერა აღვუთქვით. ვეწვიე სოფელ წყრუთში ახალ აშენებულ საბავშვო ბაღს, რომელიც სამი სოფლის 90 აღსაზრდელზეა გათვლილი," - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

დღის ამბები