19 მაისი 2024,   01:11
ვრცლად
თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ახალი მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდგომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. წინა თვესთან შედარებით, ფასების დონის კლება მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს 2023 წლის იანვარში თურქეთში ინფლაცია 57.7% იყო, ლატვიაში 21.5%, მოლდოვაში - 27.3%, ესტონეთში - 18.6%, ლიეტუვაში - 20.0%, რუმინეთში - 15.1%, ყაზახეთში - 20.7%, აზერბაიჯანში 12.0%" - ნათქვამია საქსტატის მონაცემებში. 

დღის ამბები