12 მაისი 2024,   18:41
ვრცლად
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ბირთვული მოლაპარაკებების წარმოებისთვის ირანში იმყოფება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ირანში ვიზიტით იმყოფება.

მიზანი ბირთვული მოლაპარაკებების წარმოებაა. რაფაელ გროსის განცხადებით, მოლაპარაკებები შესაძლოა ირანსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას, ბირთვული შეთანხმების აღდგენას დაეხმაროს.

გროსი უკვე შეხვდა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ოფიციალურ ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რაფაელ გროსის ვიზიტის შედეგებს დაელოდებიან, რათა შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანში 84%-მდე გამდიდრებული ურანის კვალი აღმოაჩინეს. 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანს ურანის გამდიდრება 3.67%-მდე შეუძლია.

დღის ამბები