19 მაისი 2024,   10:35
ვრცლად
IDF-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს საჯარო დაწესებულებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24% შემცირდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციამ დახურული და საჯარო უწყებები გამოავლინა.

IDF-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს საჯარო დაწესებულებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24% შემცირდა, ხოლო მოთხოვნაზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი ყველაზე მეტად შემცირდა სამინისტროებსა და მათზე დაქვემდებარებულ სსიპ-ში.

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კულტურის სამინისტრო დასახელდა, ხოლო ყველაზე ანგარიშვალდებულ დაწესებულებათა ჩამონათვალში მოხვდა- საჯარო სამსახურის ბიურო, სახალხო დამცველის აპარატი და აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო.

დღის ამბები