13 მაისი 2024,   21:57
ვრცლად
ავღანეთში აფეთქებას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა

ავღანეთში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია. აფეთქება ბალხის პროვინციაში კულტურის ცენტრში ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაზე მოხდა. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მომხდარს, 2 დღის წინ განვითარებული მოვლენები უძღოდა, რა დროსაც პროვინციის გუბერნატორი და კიდევ 2 ადამიანი მოკლეს. ფაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები