19 მაისი 2024,   05:38
ვრცლად
ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება - POLITICO

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება - წერს გამოცემა "პოლიტიკო", სამ წყაროზე დაყრდნობით.

როგორც მედიასაშუალება წერს, დაგეგმილი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ საწყის ეტაპზეა, ეხმაურება ანალოგიურ ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს. კანონპროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს.

სტატიაში ნახსენებია საქართველოც, რომ მსგავსი კანონპროექტი ხალხმა მტკიცედ უარყო, რომ ეს კანონპროექტი, აღიქმებოდა, როგორც რუსული მაგალითის მიხედვით სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მცდელობა და მასობრივი პროტესტის შემდეგ ის უკან გაიწვიეს.

დღის ამბები