19 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინსულტის შემდგომი კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობა შესაძლებელია კენ ვოლკერის კლინიკაში

პროგრამის შესახებ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში  დაიწყო ინსულტის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსება.

პროგრამით სარგებლობა,  ყოველწლიურად,  ამ საჭიროების მქონე  6000-მდე პაციენტს შეუძლია. მათ საშუალება აქვთ  დროულად ჩაიტარონ  სარეაბილიტაციო მკურნალობა და თვიდან აიცილონ მოსალოდნელი მძიმე გართულებების და  შეზღუდვების ჩამოყალიბება.

No description available.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით  სარეაბილიტაციო მკურნალობისთვის 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პაციენტები, დევნილები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლები, მასწავლებლები და  სახალხო არტისტები;  90%-იან დაფინანსებას მიიღებენ  პენსიონერები და ვეტერანები;   მკურნალობა 80%-ით დაუფინანსდებათ შშმ სტატუსის მქონე პაციენტებს და სტუდენტებს.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად პაციენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლინიკის ცხელ ხაზს   ნომერზე  211 20 20, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ცხელ ხაზს ნომერზე 1505.

No description available.

კენ ვოლკერის კლინიკა

კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის ჩატარება პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერ  კენ ვოლკერის კლინიკაში  შეუძლიათ .

ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით აღჭურვილი  სამედიცინო დაწესებულება   საინვესტიციო ფონდ  „ფორსაით კაპიტალის“ ინვესტიციითაა აშენებული და  არა მხოლოდ საქართველოში, მთელ რეგიონში პირველი კლინიკაა,   რომელიც მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას უწევს  სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და ზრდასრულებს.

 „კენ ვოლკერის კლინიკის შენობები  საგანგებოდაა დაპროექტებული თანამედროვე სარეაბილიტაციო სერვისების საჭიროებისათვის.

მას შემდეგ, რაც პროგრამაში ჩართვისათვის პაციენტები  განცხადებით და ფორმა 100-ით მიმართავენ  ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს,  თითოეულ მათგანს,  კლინიკაში დანერგილი  სამედიცინო რეაბილიტაციის ინოვაციური  მიდგომების საშუალებით, მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევენ  კლინიკის მაღალკვალიფიციური გუნდის სპეციალისტები.

No description available.

 „ფორსაით კაპიტალის”  მიერ განხორციელებული ინვესტიციით ჩვენ უკვე  შევძელით გაფართოება და შეგვიძლია, თბილისის გარდა  პაციენტებს ბათუმშიც შევთავაზოთ  საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მაღალკვალიფიციური მომსახურება“,-  აცხადებს კენ ვოლკერის კლინიკის დირექტორი,  პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.

სამომავლოდ, კენ ვოლკერის კლინიკა, საქართველოს რეგიონებში 7 ფილიალის გახსნას გეგმავს. შედეგად, ინსულტის შემდგომი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამით მოსარგებლე  პაციენტები  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებენ  ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურების მიღებას.

 

(R)

დღის ამბები