13 მაისი 2024,   06:45
ვრცლად
დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ და თავის მომხრეებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ და თავის მომხრეებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს.

როგორც უცხოური მედია იუწყება შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია და დონალდ ტრამპის განცხადება მედიაში გავრცელებულ ცნობებს ეფუძნება.

ტრამპის თქმით მანჰეტენის საოლქო პროკურატურიდან გაჟონილი ცნობები იმაზე მიუთითებს რომ მას სამშაბათს დააკავებენ. გავრცელებული ცნობით პროკურატურა ტრამპის დასაკავებლად სტორმი დენიელსის საქმეზე ემზადება. ყოფილი პორნო მსახიობის მტკიცებით სექსუალური კავშირის საიდუმლოდ შენახვისთვის ტრამპმა 130 ათასი დოლარი გადაუხადა.

დღის ამბები