26 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა კაიროში ეგვიპტე-საქართველოს ბიზნესფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

კაიროში საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის ტურისტულ სექტორში და ასევე ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში.

"ჩვენ დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდია დაინტერესება ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი, შესაბამისად კერძო სექტორთან ერთად ჩატარდა ბიზნესფორუმი. ასევე ჩვენ გავაცანით საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები ეგვიპტელ პარტნიორებს და იმედი მაქვს, რომ 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციები განხორციელდება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეგვიპტის საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური სააგენტოს (GAFI) აღმასრულებელი დირექტორი ჰოსამ ჰეიბა აცხადებს, რომ გვიპტესა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას მოუთმენლად ელის.

"მოუთმენლად ველით ეგვიპტესა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, გაუმჯობესებას და განვითარებას. ჩვენი მისწრაფებაა გავაუმჯობესოთ ურთიერთობა საინვესტიციო და სავაჭრო თვალსაზრისით, რათა განვავითაროთ და შესაძლოა გავაორმაგოთ არსებული ურთიერთობები და არსებული თანამშრომლობის დონე, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ მოუთმენლად ველით ქართველ ინვესტორებს ეგვიპტეში და საქართველოს წინსვლას ეგვიპტელი ინვესტორებისა და ტრეიდერების მეშვეობით," - აცხადებს ჰოსამ ჰეიბა.

დღის ამბები