14 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
შოკოლადის ქარხნის აფეთქებას პენსილვანიაში მსხვერპლი მოჰყვა

ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა შოკოლადის ქარხნის აფეთქებას პენსილვანიაში. 9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ქარხანაში 850 ადამიანია დასაქმებული, დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ აკონკრეტებენ.

აფეთქება ღამით მოხდა, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური პირები ამ ტერიტორიისთვის განმეორებად საფრთხეს გამორიცხავენ. გამოძიება მიზეზებზე მუშაობს.

დღის ამბები