03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობაზე საკრებულოში ვერ თანხმდებიან

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობაზე საკრებულოში ვერ თანხმდებიან. უმრავლესობა ესტაკადის მშენებლობის მომხრეა. ოპოზიციაში კი განსხვავებული პოზიციებია. ნაწილი ამ პროექტის განხორციელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი  მიიჩნევს, რომ გადაწყევტილება საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.    

დეტალური განმარტება სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის კეთლმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ  ეს არის ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება და აქ არსებული საგზაო მიმოსვლის პრობლემის მოგვარებას ემსახურება.  ის ამბობს, რომ  ეს პროექტი კულტურის ძეგლს არ დააზიანებს.   

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ესტაკადა აშენდება პუშკინის ქუჩაზე, რომელიც იქნება რკინის კონსტრუქციით აშენებული და მის ქვეშ მოექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. პროექტი კი 2 მილიონი ლარი დაჯდება. თბილისის კეთილმოწყობის სამსახურს სამუშაოების დაწყებისთვის 140 ათასი  ლარი უკვე გამოეყო. 

დღის ამბები