14 მაისი 2024,   07:10
ვრცლად
ავსტრიის პარლამენტისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით მიმართვისას, დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა

ავსტრიის პარლამენტისადმი ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით მიმართვისას, დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" დეპუტატები, პროტესტის ნიშნად დარბაზიდან მაშინ გავიდნენ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დაიწყო.

"არ შეიძლება, ბოროტების მიმართ დარჩე მორალურად ნეიტრალური" - ასე მიმართა ზელენსკიმ ავსტრიელ პარლამენტარებს.

ავსტრია სამხედრო თვალსაზრისით, ნეიტრალური ქვეყანაა. როგორც ნეიტრალური სახელმწიფო, ის უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის.

დღის ამბები