18 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
ნუცას "ძლიერი შესრულება შოკისმომგვერლია" - American Idol-ის ოფიციალურმა გვერდმა ნუცა ბუზალაძის გამოსვლის ვიდეო გაავრცელა

American Idol-ში ნუცა ბუზალაძეს მორიგი გამოსვლა ჰქონდა, რომელსაც უკვე მეორედ, ჟიურის აღფრთოვანება მოჰყვა. 

ქართველმა მომღერალმა I Surrender შეასრულა, რის შემდეგაც, პოპულარული კონკურსის ჟიურის სამივე წევრი: ლიონელ რიჩი, კეტი პერი და ლუკ ბრაიანი მას ფეხზე წამოუდგა. 

როგორც ჟიურის წევრები აცხადებენ, მათ ნუცა ბუზალაძისგან საუკეთესო შესრულება მოისმინეს და მათივე განცხადებით, წელს შოუს საუკეთესო სეზონია. 

American Idol-ის ოფიციალურმა გვერდმა ნუცას გამოსვლის ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ ნუცას "ძლიერი შესრულება შოკისმომგვერლია".

დღის ამბები