03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
ესტაკადის მშენებლობაზე თბილისის მერი პოზიციას არ იცვლის

აზრთა სხვადსხაობის მიუხედავად ქალაქის მერი გადაწყვეტილებას არ ცვლის. თბილისის ისტორიულ უბანში ახალი ესტაკადა აშენდება. ესტაკადა ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება და პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მიმოსვლა აღდგება. „აუცილებლად გაკეთდება იქ ესტაკადა, რაოდენ წინააღმდეგებიც არ უნდა იყვნენ“- აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია, რომლის შეფასებითაც პროექტის მოწინააღმდეგეების კრიტიკა უსაფუძვლოა, ესტაკადის მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდება და ის პუშკინის ქუჩას  ბარათაშვილის ხიდთან დააკავშირებს. სავარაუდოდ, ესტაკადის ქვეშ მოექცევა თბილისის უძველესი გალავანი, რომელიც ამ ქუჩაზე რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს და დააკონსერვეს.

პროქტის მოწინააღმდეგეები საკუთარ პოზიციას სწორედ ისტორიული და კულტურული გარემოს დაზიანების საფრთხეებით ხსნიან.

დღის ამბები