26 ივნისი 2024,   16:05
ვრცლად
მკაცრად ვგმობ სუდანში შეტაკებების დაწყებას და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები - ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი სუდანში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. 

ანტონიო გუტიერეში  სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი რეაგირების ძალების" ლიდერებს, მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები.

"მკაცრად ვგმობ სუდანში შეტაკებების დაწყებას და მივმართავ სუდანის შეიარაღებული ძალებისა და "სწრაფი რეაგირების ძალების" ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, აღადგინონ მშვიდობა და დაიწყონ დიალოგი კრიზისის მოსაგვარებლად.

შექმნილმა სიტუაციამ უკვე გამოიწვია დიდი ადამიანური მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

ნებისმიერი ესკალაცია იქნება გამანადგურებელი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მოვუწოდებ ყველას, ვისაც გააჩნია სიტუაციაზე გავლენა, გამოიყენონ ის მშვიდობის დასამყარებლად, ძალადობის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდასაჭერად, წესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის გზაზე დასაბრუნებლად,"-აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

შეგახსენებთ, რომ სუდანში მეოთხე დღეა, ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის“ შეტაკებები მიმდინარეობს. გაეროს ინფორმაციით, სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობა კი 1800-ს აჭარბებს.

დღის ამბები