20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
გაერო აშშ-ს გაჟონილ დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების გამო საყვედურობს

გაერო აშშ-ს გაჟონილ დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების გამო საყვედურობს. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები, გაერომ საყვედური გამოსცა შეერთებულ შტატების მიმართ და ორგანიზაციაში აშშ-ს მისიას საგანგებო ნოტაც გადასცა. ამის მიზეზი გახდა გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ აწარმოებდა ჯაშუშურ საქმიანობას გაეროს გენერალური მდივნის და ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნების მიმართ.

"გაერომ ცხადყო, რომ ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებებს, რომლებიც ჩამოთვლილია გაეროს წესდებაში და გაეროს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენციაში," - თქვა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა თავის განცხადებაში. ​

BBC-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვის გაჟონილი დოკუმენტები სხვა ფაქტებთან ერთად შეიცავს გაეროს გენერალური მდივნის და მისი მოადგილის, ამინა მუჰამედის პირადი საუბრის დეტალებს.  

დღის ამბები