03 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა „პანორმა თბილისს“ არ უკავშირდება

პუშკინის ქუჩაზე 150 მეტრიანი ესტაკადა აშენდება და მის ქვეშ მოექცევა კულტურის ძეგლი და საფეხმავლო გზა. პროექტი 2 მილიონი ლარი დაჯდება და 2015 წელს დასრულდება.   

პროექტის მშენებლობის საკითხის განხილვა საკრებულოში ხმაურის ფონზე წარიმართა. საკრებულოს წევრთა ნაწილი ითხოვს, რომ გადაწყვეტილება საკითხის შესწავლის შემდეგ იქნეს მიღებული. თუმცა თბილისის მერი ამბობს, რომ ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

რაც შეეხება ესტაკადის დეტალებს, როგორც რუსთავი2-თან თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა განმარტა, ესტაკადა 150 მეტრის სიგრძის იქნება, რომელიც დაიწყება პუშკინის სკვერიდან, თავისუფლების მოედნის მარცხენა ნაწილიდან და მოძრაობას დააკავშირებს ბარათაშვილის ხიდთან. ეს მონაკვეთი ესტაკადის ქვეშ მოექცევა და საფეხმავლო გზას პრობლემები არ შეექმნება.   

დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ესტაკადის მშენებლობა ქალაქის ამ მონაკვეთში ძალიან გადატვირთულმა მოძრაობამ განაპირობა.

ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პროექტის განხორციელება  „პანორამა თბილისს“ უკავშირდება, რასაც ნარმანია კატეგორიულად უარყოფს.  

 

დღის ამბები