20 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი, რომელმაც "ფოქს ნიუსი" დატოვა, გაავრცელა ვიდეო, სადაც  ამერიკულ მედიას და პოლიტიკურ სისტემას აკრიტიკებს

ამერიკელი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი, ამერიკულ მედიას და პოლიტიკურ სისტემას აკრიტიკებს- ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა "როიტერი" აქვეყნებს.

ტელეწამყვანმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა "ფოქს ნიუსი" გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ამერიკულ ტელევიზიაში არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს.

ამასთან, ტაკერ კარლსონი არ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რატომ დატოვა "ფოქს ნიუსი", სადაც მას პოპულარული გადაცემა მიჰყავდა.

"პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა დონორებმა კონსენსუსს მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათთვის სასარგებლო და შეთანხმებულები არიან, რომ ამის შესახებ არ ილაპარაკონ,"- განაცხადა "ფოქს ნიუსის" ყოფილმა წამყვანმა.

მისივე თქმით, მოულოდნელად აშშ ერთპარტიულ სახელმწიფოს დაემსგავსა.

„ამის გაცნობიერება დამთრგუნველია, მაგრამ ასე მუდმივად არ გაგრძელდება. სად შეიძლება, ჯერ კიდევ იპოვო ამერიკელები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ? ბევრი ადგილი აღარ დარჩა, თუმცა რამდენიმე კიდევ არსებობს"-, ამბობს კარლსონი ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ 53 წლის ტელეწამყვანმა "ფოქს ნიუსი" 24 აპრილს დატოვა. ტელეკომპანიაში განაცხდეს, რომ კარლსონისა და მათი "გზები გაიყო".

დღის ამბები