03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
„კულტურის სამინისტრომ ურბანული დანაშაულის ტოლფასი პროექტი დაამტკიცა“-ნიკა მელია აბანოთუბანში დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

ნიკა მელია მერიასა და კულტურის სამინისტროს აბანოთუბნაში ახალი მშენებლობის გამო აკრიტიკებს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა წარმოადგინა პროექტი, რომელიც, მისი აზრით, ძველი თბილისის იერსახეს არ შეეფერება. მისივე თქმით, კულტურის სამინისტრომ და მერიამ ჩუმად გადაწყვიტეს ამ პროექტის განხორციელება, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ ქალაქის ძველ უბანში ამ მშენებლობას პროტესტი მოჰყვებოდა. მერობის ყოფილი კანდიდატი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრომ ურბანული დანაშაულის ტოლფასი პროექტი შეითანხმა და დაამტკიცა და კომპლექსის მშენებლობა აბსოლიტურად ამოვარდნილია ძველი თბილისის კონტექსტიდან.

ნიკა მელია იხსენებს, რომ ამავე ადგილას 2008 წელს იგეგმებოდა პროექტის განხორიცელება, თუმცა მაშინ არასამთავრობო ოგანიზაციების პროტესტის გამო მშენებლობა აღარ დაიწყო. მისივე თქვმით მერიაში გადაგზავნილია პროექტი,  რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო ისტორიულად არსებული შენობების მსგავსი ნაგებობების აგება, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ის  შეცვალა.  ნიკა მელია მერიისგან აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვას მოითხოვს. „მის გარეშე აქ ვერაფერი ვერ ხდება და მაშინ გვითხრას ბატომა ბიძინამ და იქნებ სახელწოდებაც გადავარქვათ ჩვენს დედაქალაქს და არა თბილისი, არამედ ბიძინასი დავარქვათ“-აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები