03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
ნარმანია: მერიამ მირზა-შაფის პროექტი დაიწუნა

ძველ თბილისში მირზა-შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტროს  მოწონებული იყო,  მერიამ დაიწუნა და ავტორს გადასამუსავებლად დაუბრუნა.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა,  დავით ნარმანიამ  „რუსთავი2“- თან ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ის ამბობდა, რომ მერიამ ამ პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.    

„პროექტს, რომლითაც უნდა განაშენიანდეს ძველი თბილისის ტერიტორია, კონკრეტულად მირზა-შაფის ქუჩა, მერიაში შესულია, მაგრამ  მერიამ დაიწუნა და კორექტირებისთვის ავტორებს გადაეგზავნა,  ვინაიდან ძველი თბილისის სახეს არ შეესაბამებოდა,“ - განაცხადა მელიამ.

ნარმანია ამბობს, რომ რაც ეს პროექტი მოდიფიცირებული სახით შევა მერიაში, საბჭო მას შემდეგ გაგრძელებს ამ პროექტის განხილვას.

ეს პროექტი მოწონებული იყო კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის მიერ,  მაგრამ უწყებაში დღეს კომენტარს არ აკეთებენ, რადგან უწყების ხელმძღვანელი, ნიკა ანთიძე საქართველოში არ იმყოფება.

საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ცუდი პროექტია  და მისი განხორციელება არ შეიძლება. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამ პროექტს არ იცნობენ და მოგვიანებით გააკეთებენ კომენტარს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგნელებიც ამბობენ, რომ ამ პროექტის არსებული ფორმით  განხორციელება არ შეიძლება და „ეს არის მაგალითი იმისა,  თუ პროექტი როგორ არის მორგებული მხოლოდ ინვესტორის სურვილზე“.

ისინი  ამ პროექტის საჯარო განხილვას ითხოვენ და, თუკი პროექტი არ შეიცვლება, საპროტესტო აქციებს გამართავენ.  

 

დღის ამბები