26 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
ვეთანხმები ყველას, მიუხედავად ჩემი მწვავე დაპირისპირებისა "ოცნებასთან", ვინც ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტის დარბაზში - დეკანოიძე

მმართველი გუნდის კრიტიკას, იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია 12 რეკომენდაციის შესრულების განხილვებს არ ესწრება, შეფასებები მოჰყვა.

ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდს ეთანხმება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ რეკომენდაციების შესრულების ნაწილზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, შექმნილი პროცესი კი ფასადურია.

პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და განხილვებს ესწრებოდეს.

"ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, მიუხედავად ჩემი ძალიან მწვავე დაპირისპირებისა ქართულ ოცნებასთან, ვინც ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტის დარბაზში. იმიტომ რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა როდესაც გადიოდა, იქ ვიყავით სულ რამდენიმე დეპუტატი, 5-6 დეპუტატი, ხოლო როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია იყო, ბოლოს დავრჩი მარტო," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის არც ერთ შენიშვნა არ აქვს გაზიარებული.

"ერთი, ან ორი ჩამომითვალოს ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელმა, ოპოზიციის რომელი შენიშვნა გაიზიარეს, ასეთი არ არსებობს. ვთქვათ და დავმარცხდი პიარში და მე შემეწერა, რომ ჩემს გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, თქვენ ხომ იცით რომ მე სამუშაო ფორმატში დავდიოდი თუ არა, ამის გამო არ წყდება კანდიდატის სტატუსი სინამდვილეში," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები