26 აპრილი 2024,   13:16
ვრცლად
ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

მან ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა, მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხარდაჭერით ხელმოწერილ შეთანხმებაზე და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ირაკლი კობახიძემ, ასევე იმსჯელა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე.

დღის ამბები