26 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - რას ითვალისწინებს გამარტივებული პროცედურები და რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ საქართველოს მოქალაქეობის მსურველებს

საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება - საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს ახალი კანონპროექტის თანახმად უფლება ექნებათ საქართველოს პასპორტის მისაღებად სპეციალური გამოცდები შეუზღუდავად გადააბარონ. იმ შემთხვევაში კი თუ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე პასუხი უარყოფითია, პირს ხელმეორედ პროცედურის გავლის საშუალება ერთი წლის ნაცვლად 6 თვეში ექნება. იცვლება მოქალაქეობის არმქონე პირთათვის პასპორტის მიღების ვადებიც.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში შევიდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებაა, რომლის თანახმად მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ვადა ხუთამდე მცირდება.

საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად პირმა სამი გამოცდა სახელმწიფო სერვისების სააგენტოში უნდა ჩააბაროს. ქართული ენა, ისტორია და ქართული სამართლის საფუძვლები. ცვლილებებს კანონპროექტში ტრადიციულად ურთიერთბრალდებები მოყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

დღის ამბები