15 ნოემბერი 2024,   17:09
ვრცლად
აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით - კელი დეგნანი

აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო :

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს საკითხი პრობლემატური იყო დასაწყისიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, წლების განმავლობაში არსებულ ღრმა პოლარიზაციის შემცირებას ხელს შეუწყობს. ამ საკითხმა საზოგადოება გახლიჩა და საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია, ეს კი სარგებლის მომტანი მხოლოდ რუსეთისთვის იყო.

ახლა ქართველების გაყოფის დრო არ არის, ახლა ერთიანობის დროა, ამიტომაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დეპოლარიზაციის დაძლევის საკითხი წინ წასულიყო. ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრეროგატივა იყო. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა.

ამერიკის შეერთებული შტატები , ევროკავშირი და სხვები თავიდანვე მკაფიოდ საუბრობდნენ თავიანთ შეშფოთებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ შეშფოთების გამოხატვა არის ის, რასაც მეგობრები აკეთებენ. როცა ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას, ეს არ ნიშნავს ჩარევას. მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებამოსილებას სერიოზულად ეკიდება და ეს გადაწყვეტილებაც თვითონ მიიღო," - განაცხადა ელჩმა. 

დღის ამბები