19 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თურქეთში გამგზავრების შემდეგ

მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში გაემგზავრა.

პოლიტიკოს დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, სოსოს ჯაჭვლიანის მდგომარეობა უკეთესია და თავად მსახიობი თავს მშვიდად გრძნობს. 

"გუშინ ვესაუბრე ბოლოს. კლინიკაში მკურნალობის კურსი ეფექტიანად მიდის. ინტოქსიკაციები, ცუდი შეგრძნებები ჰქონდა ბევრად დიდი, ვიდრე ახლა. აქ როცა იკეთებდა ქიმიოთერაპიას, ბევრად ცუდად გრძნობდა თავს. საკვებსაც ვერ იღებდა. ახლა კვებაც მოახერხა, დინამიკა არის პოზიტიური. თვითონაც სოსოც და მეუღლეც უფრო მშვიდად არიან",- განუცხადა  დავით ლორთქიფანიძემ "პრაიმტაიმს".

დღის ამბები