19 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
საქართველოში ტემპერატურა იმატებს - როგორი ამინდი იქნება ხვალიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე თქმით, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 

"2 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 3-5 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში მხოლოდ 4 ივლისს შესაძლოა გაწვიმდეს, დანარჩენ დღეებში ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება,"-ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები